ბათუმში, რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩების რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება
ბათუმში, რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩების რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება. არსებული ქვაფენილი ჩანაცვლდება სამფენიანი ასფალტის საფარით, მოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები, ტროტუარი, ბორდიურები, გზაგამყოფი ზოლი მწვანე საფარითა და დეკორატიული ნარგავებით, უსაფრთხოების კუნძულები, შუქნიშნები და საგზაო ნიშნები. სამუშაოების გამო შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა.
