განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა 2025 წლის მეცნიერების ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა 2025 წლის მეცნიერების ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. წარმოდგენილი იყო კერძო-საჯარო პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებული ერთობლივი სამეცნიერო პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს რეგიონისა და ქვეყნის განვითარების პროცესში მეცნიერების როლის გაძლიერებას.
