ჯანდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფებოდა
ჯანდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფებოდა. მიხეილ სარჯველაძემ, ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულებისადმი მიძღვნილ რეგიონულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების მიზანი, ბავშვთა უფლებების დასაცავად, ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება, საუკეთესო პრაქტიკების ჩამოყალიბება და ერთობლივი სტრატეგიების შემუშავებაა. კონფერენციაზე მინისტრი სიტყვით გამოვიდა. მიხეილ სარჯველაძემ, საქართველოს მიერ, ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა.
