გასული 24 საათის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში სამართალდამცველებმა 47 ნარკოდამნაშავე დააკავეს
გასული 24 საათის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში სამართალდამცველებმა 47 ნარკოდამნაშავე დააკავეს. დაკავებულთა უდიდეს ნაწილს, ნარკოტიკების რეალიზაცია, ხოლო ნაწილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, უკანონო რეალიზაციის მცდელობა და ხელშეწყობა ედება ბრალად. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
