პრემიერის ინტერვიუ
საქართველოს ამბიციები შუა დერეფნის კონტექსტში - ამ სათაურით არაბთა გაერთიანებული საამიროების გამოცემა “გალფ ნიუსი” საქართველოს პრემიერ მინისტრთან ინტერვიუს აქვეყნებს. ინტერვიუში საქართველოს გაზრდილ ეკონომიკაზე, მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე, გაზრდილ მთლიან შიდა პროდუქტზე და ინვესტიციების მოზიდვაზეა საუბარი. ირაკლი კობახიძე ყურადღებას ამახვილებს “ემაარ ჯგუფის” ექვს მილიარდიან ინვესტიციაზე და ამბობს, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა ხელისუფლების ერთ ერთი პრიორიტეტია.
