გამოძიების პირველადი შედეგი
სუს-ის ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედის“ და და ჰოლდინგში შემავალი არხების მაუწყებლობის გათიშვა ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია. გამოძიებით დადგინდა, რომ იყო ტექნიკური ხარვეზი ტელეკომპანიის შიდა ერთ-ერთ ელექტრომოწყობილობაზე, რის გამოც მაუწყებლობა 45 წუთის განმავლობაში გაითიშა. გამოძიების მასალების მიხედვით, დანაშაულებრივი ფაქტი არ დასტურდება. უწყების ინფორმაციით, ანალოგიური საბოლოო საექსპერტო დასკვნის მიღების შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდება. შემთხვევა 13 ოქტომბერს მოხდა და “იმედის” მიმართვიდან მალევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო.
