ჯანდაცვის მინისტრმა ბერლინში გამართული მსოფლიო ჯანმრთელობის სამიტის ფარგლებში, მალარიის მართვისა და ჯანდაცვის უსაფრთხობის სხვა საკითხები თემატურ დისკუსიაზე განიხილა
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, 2025 წლის იანვარში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ, საქართველოს მალარიისგან თავისუფალ ქვეყანად გამოცხადებას წინ უძღვოდა ხანგრძლივი და კომპლექსური პროცესი. ჯანდაცვის მინისტრი ასევე დაესწრო „ვირხოვის პრიზის“ გადაცემის ცერემონიას. ვირხოვის ფონდი, ყოველწლიურად, იმ პიროვნებებსა და ორგანიზაციებს აჯილდოებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ გლობალური ჯანდაცვის გაუმჯობესებაში. 2025 წელს, ჯილდო, დედათა, ახალშობილთა და ბავშვთა ჯანდაცვის სფეროში სამეცნიერო და პრაქტიკული მიღწევებისთვის გაიცა.
