კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი
ცვლილებების მიხედვით, ადამიანებს, რომლებიც ფინანსურ და სამოხელეო დანაშაულებში მსჯავრდებულები იქნებიან, 30 წლის განმავლობაში ფინანსური დეკლარაციების შევსება მოუწევთ. დეკლარაციის შეუვსებლობა კი შესაბამის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, რომელიც ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის წესით დასჯადია. ცვლილება დამატებითი პრევენციულიმექანიზმია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. კანონპროექტი პრემიერ-მინისტრთან ერთად მომზადდა.
