პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კიდევ ერთი ცვლილებათა პაკეტი, რომელიც აქციის მონაწილეებს ახალ გამკაცრებულ რეგულაციებს უწესებს
სახის ნიღბით დაფარვა, ცრემლსადენი ან მომწამვლელი ნივთიერების ქონა, გზის გადაკეტვა ან დროებითი კონსტრუქციის მოწყობა ისჯება ადმინისტრაციული პატიმრობით 15 დღემდე ვადით. 60 დღიან პატიმრობას ითვალისწინებს, მაგალითად, შეკრებაზე იარაღით ან პიროტექნიკით ყოფნა. ერთ წლიანი პატიმრობა იქნება გამოყენებული იმ ადამიანის მიმართ, რომელიც პოლიციელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას ან არ დაემორჩილება მის კანონიერ მოთხოვნას.
