არაბთა გაერთიანებული საამიროების გამოცემა საქართველოს პრემიერ მინისტრთან ინტერვიუს აქვეყნებს "გალფ ნიუსი" საქართველოს პრემიერ მინისტრთან ინტერვიუს აქვეყნებს
საქართველოს ამბიციები შუა დერეფნის კონტექსტში - ამ სათაურით აქვეყნებს არაბთა გაერთიანებული საამიროების გამოცემა გალფ ნიუსი საქართველოს პრემიერ მინისტრთან ინტერვიუს. ირაკლი კობახიძის ინტერვიუში საქართველოს გაზრდილ ეკონომიკაზე, მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე, გაზრდილ მთლიან შიდა პროდუქტზე და ინვესტიციების მოზიდვაზეა ლაპარაკი. პრემიერ მინისტრი ყურადღებას ამახვილებს ემაარ ჯგუფის ექვს მილიარდ ნახევარზე მეტ ინვესტიციაზე და ამბობს, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა ხელისუფლების ერთ ერთი პრიორიტეტია.
