თამარ ჩერგოლეიშვილი დარწმუნებულია, რომ ოთხი ოქტომბრის გეგმებში ბაჩო ახალაია ჩართული იყო
ამის შესახებ მან საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა და თქვა, რომ ამ განცხადებას საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით აკეთებს. გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ მან თქვა, რომ ხელი გაუთქმელობაზე აქვს მოწერილი. ჩერგოლეიშვილი გამოკითხვაზე მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო დაიბარეს, შეგახსენებთ, მან განაცხადა, რომ ხელისუფლების დამხობის გეგმა განიხილებოდა ბაჩო ახალიასთან და პროცესში ჩართული იყო მიხეილ სააკაშვილიც.
