შეერთებულ შტატებში მთავრობა 15 დღეა დახურულია
შეერთებულ შტატებში მთავრობა 15 დღეა დახურულია. ამერიკის სენატმა უკვე მერვედ უარყო რესპუბლიკელების წარდგენილი მთავრობის ბიუჯეტი. წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი მთავრობის მუშაობის გაჩერებაში დემოკრატებს ადანაშაულებს და ამბობს, რომ ბიუჯეტის დასამტკიცებლად ისინი უგულებელყოფენ მნიშვნელოვან საკითხებს და მხარს უჭერენ თანხის გაფლანგვას ისეთ გრანტებზე, როგორიცაა, მაგალითად, ლგბტ თემისთვის დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში თითქმის 4 მილიონი დოლარის გამოყოფა. ჯონსონი განმარტავს, რომ მსგავსი პროექტები ამერიკელი ხალხისთვის აქტუალური არ არის და დემოკრატების მიერ თავიანთი რადიკალი მხარდამჭერების დასაკმაყოფილებლად, ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა