მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დასრულდა
მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დასრულდა. განახლებული მუზეუმის სივრცეში დაცულია ეროვნული გმირის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი უნიკალური მასალა. მოეწყო ეზოც. სახლ-მუზეუმი 1991 წელს, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ინიციატივითა და ეროვნული გმირის დედის — ოლღა დემურია-კოსტავას მხარდაჭერით დაარსდა. რეაბილიტაციის პროექტის ღირებულებამ მილიონ 740 ათასი ლარი შეადგინა
