სასამართლო სისტემის ხარისხით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-13 ადგილს იკავებს
სასამართლო სისტემის ხარისხით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-13 ადგილს იკავებს, მსოფლიოში კი 27-ე პოზიციაზეა. მონაცემებს ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში აქვეყნებს. საქართველო უთანაბრდება ბელგიას, უსწრებს დიდი შვიდეულის 2 ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 21 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, ავსტრია, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, სლოვენია, ხორვატია, ლატვია, ლიეტუვა, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი, მონტენეგრო, ჩრდილოეთი მაკედონია და თურქეთი. ევროპის საუკეთესო 14 სასამართლო სისტემა შემდეგ ქვეყნებშია: საქართველო, ბელგია, შვედეთი, შვეიცარია, ისლანდია, გერმანია, ესტონეთი, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, ფინეთი, დანია, ნიდერლანდები, ირლანდია, ლუქსემბურგი. ჩენდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიში ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულ კვლევებს შორის რიგით მეორეა, სადაც საქართველოს სასამართლო სისტემას მსოფლიოსა და ევროპაში მოწინავე პოზიციები უკავია
