პრეზიდენტი, საქართველო-თურქეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩს შვილებთან და თურქ კოლეგასთან ერთად დაესწრო
პრეზიდენტი, საქართველო-თურქეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩს შვილებთან და თურქ კოლეგასთან ერთად დაესწრო. საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრაც გამართეს და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრეს. მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ქართველი ფეხბურთელებს შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა. როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, დამარცხების შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გუნდის ერთად შეკვრა და წინ, გამარჯვებისკენ სვლა. საქართველო-თურქეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები ლევან მახაშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ
