საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდნენ
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდნენ. განიხილეს ქვეყნის საჯარო და კერძო სექტორებში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური ვითარება და საშუალოვადიანი პროგნოზები. ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და იმედი გამოთქვა, რომ ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტები, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებას
