შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავა. ის თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონოდ წარმოება-ვაჭრობის ბრალდებით იძებნებოდა. ახლა დაკავებულების მიმართ საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს
