რეგულაციები აქციის მონაწილეებს
მთელი რიგი რეგულაციები უწესდებათ აქციის მონაწილეებს. ცვლილებები კანონმდებლობაში შევა, რომლის მიხედვითაც სახის ნიღბით დაფარვა, ცრემლსადენი ან მომწამვლელი ნივთიერების ქონა, გზის გადაკეტვა ან დროებითი კონსტრუქციის მოწყობა ისჯება ადმინისტრაციული პატიმრობით, 15 დღემდე ვადით. ასევე 60 დღიან პატიმრობას ითვალისწინებს, მაგალითად, შეკრებაზე იარაღით ან პიროტექნიკით ყოფნა. ერთწლიანი პატიმრობა იქნება გამოყენებული იმ ადამიანის მიმართ, რომელიც პოლიციელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას, ან არ დაემორჩილება მის კანონიერ განკარგულებას
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
