NATO - საქართველო
„პარტნიორობა ყოვლისმომცველი უსაფრთხოებისთვის“ – საქართველო, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის არაწევრი ქვეყანაა, პარტნიორობის უმაღლეს კატეგორიაში გადავიდა. ეს არის შედეგი ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა, რომელიც 11-დან 13 ოქტომბრის ჩათვლით, ლიუბლიანაში გაიმართა. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ ასამბლეას გარკვეული შესწორებები და ფორმულირებები შესთავაზა, რომელთა უდიდესი ნაწილიც გაზიარებული და გათვალისწინებულია. შესწორებები ეხებოდა როგორც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ასევე 90-იან წლებში განვითარებულ მოვლენებს.
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
