თურქეთი VS საქართველო
დღეს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრას გამართავს. ქართველი ფეხბურთელები სტუმრად თურქეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან. სამი ტურის შემდეგ თურქები ქართველებს სატურნირო ცხრილში, სამი ქულით უსწრებენ და დღეს გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი მეტოქეს ქულებით გაუთანაბრდება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.