ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიესალმება საქართველოს პრეზიდენტი
ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიესალმება საქართველოს პრეზიდენტი. მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ ეს არის საკვანძო და იმედისმომცემი გადაწყვეტილება გრძელვადიანი რეგიონული სტაბილურობისკენ მიმავალ გზაზე.