საქართველოდან უცხო ქვენის 26 მოქალაქე გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, საქართველოდან უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე გააძევეს. ისინი ინდოეთის, თურქეთის, ჩინეთის, პაკისტანის, თურქმენეთის, ერაყის, ეგვიპტის, აზერბაიჯანის, იორდანიის და ჩადის მოქალაქეები არიან. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.