დღეს სვეტიცხოვლობაა - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს კვართის დღესასწაულს ზეიმობს
დღეს სვეტიცხოვლობაა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს კვართის დღესასწაულს ზეიმობს. ლიტურგია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სინოდის წევრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. ლიტურგიას ესწრებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც, როგორც პრემიერმა აღნიშნა, თუ ერი ძლიერი იქნება რწმენაში, ქვეყანაც ძლიერი იქნება. მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს პასუხისმგებლობა, წვლილი შეიტანოს ქვეყნის გაძლიერებაში.