ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში
ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ამ ცვლილებების მიზანია უდიდესმა უმცირესობამ არ იძალადოს უდიდეს უმრავლესობაზე. რაც შეეხება ცვლილებებს, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილე სახეს ნიღბით დაიფარავს, ექნება ცრემლმდენი ან და მომწამვლელი ნივთიერება, ასევე, გზას გადაკეტავს და დროებით კონსტრუქციას მოაწყობს და ეს პირველი შემთხვევა იქნება, 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება. ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ამ შემთხვევაში პატიმრობა 20 დღემდეა. ასევე, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, თუ მოქალაქე, მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას სამართალდამცველს ან არ დაემორჩილება მის კანონიერ განკარგულებას, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.