სარჩელი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევა და რომლითაც მმართველი გუნდი „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტი პარტიების აკრძალვას ითხოვს, პრემიერ-მინისტრის განცხადებით დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებას ემსახურება
სარჩელი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევა და რომლითაც მმართველი გუნდი „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტი პარტიების აკრძალვას ითხოვს, პრემიერ-მინისტრის განცხადებით დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებას ემსახურება. ირაკლი კობახიძის თქმით, დესტრუქციას კონსტიტუციური მეთოდებით დაპირისპირება სჭირდება. ამ სარჩელის პარალელურად, პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას იწყებს, რომლის თანახმად, არჩევნებში კენჭს ვეღარ იყრიან კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული მოქალაქეები. ისინი პარტიულ საქმიანობას ჩამოშორდებიან და მათი პარტიულ სიებში შეყვანა და მათგან შემოწირულობების მიღება, კონსტიტუციის დაცვით მოქმედ პარტიებსაც აეკრძალებათ.