პროკურატურამ სამ ადამიანს ბრალდება წარუდგინა
უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვისთვის სამ ადამიანს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. დაკავებულების ადვოკატები უკვე სამი საათია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საქმის მასალებს ეცნობიან.