საბერძნეთში შრომის რეფორმებს აპროტესტებენ
კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლებმა საყოველთაო გაფიცვა დაიწყეს. ქვეყანაში შეფერხებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება. როიტერსის ცნობით, საბერძნეთის მოქალაქეები უკმაყოფილო არიან რეფორმების პირობებით, რომელიც დამსაქმებელს სამუშაო საათების გახანგრძლივების გარდა, თანამშრომლების მოკლევადიანი დაქირავების საშუალებასაც აძლევს და შვებულების წესებსაც ცვლის.