პოლიტიკოს ცნობით, უკრაინელების უმეტესობა შიშობს, რომ ევროპა უკრაინაში ომის მიმართ ინტერესს კარგავს
გამოცემა წერს, რომ უკრაინაში, სადაც რუსეთის ფართომასშტაბიანი ომი თითქმის 4 წელია მიმდინარეობს, მოქალაქეები შეშფოთებული არიან. ოკუპანტის თითქმის ყოველდღიური თავდასხმების ფონზე მიიჩნევენ, რომ ევროკავშირი დაიღალა და უკვე კიევის მხარდაჭერას საჭირო ყურადღებას აღარ უთმობს. პოლიტიკო წერს, რომ ბრიუსელისთვის უკრაინელების მხარდაჭერა პრიორიტეტული საკითხი აღარ არის.