ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, ქუჩები ნანგრევებისგან იწმინდება
ანკლავში დაწყებულია ჰუმანიტარული დახმარების შეტანაც. იუნისეფმა ღაზაში წყლის საწარმო განაახლა, რის შედეგად მოსახლეობისთვის სუფთა სასმელი წყლის მიწოდება აღდგა. გაეროს ჰუმანიტარული სააგენტოს განცხადებით, ისრაელის ხელისუფლებასთან შეთანხმებით, ღაზის სექტორში 190 000 ტონა საკვებს, მედიკამენტებს და სხვა აუცილებელ ნივთებს შეიტანენ.
