რუსთაველები “რუსთავქალაქობას” აღნიშნავენ
მთელი დღის განმავლობაში ადგილობრივებისა და ქალაქის სტუმრებისთვის მრავალფეროვანი ღონისძიებებია დაგეგმილი. დღესასწაული რუსთავის თავისუფლების მოედანზე საბავშვო პროგრამით დაიწყო. იმართება ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და წიგნის ფესტივალი. საღამოს შვიდ საათზე ანსამბლ “რუსთავის” კონცერტი დაიწყება. 22:45 საათიდან კი, დიდ ეკრანზე, საქართველო- თურქეთის ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩს უჩვენებენ.
