რამაზ სვანაძის მომზადებული გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-3 ტურში სტუმრად მალტელებს დაუპირისპირდება
ეროვნულის მსგავსად, დღეს ითამაშებს საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებიც - რამაზ სვანაძის მომზადებული გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-3 ტურში სტუმრად მალტელებს დაუპირისპირდება. ქართველმა ფეხბურთელებმა მიმდინარე შესარჩევში გამართული ორი მატჩიდან ორივე ფრედ დაასრულეს. მალტა-საქართველოს შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
