რუსეთი უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშებს განაგრძობს. საოკუპაციო ძალებმა ხარკოვი მართვადი ბომბებით დაბომბეს
დაზიანდა საავადმყოფო. ქალაქის სამი რაიონი კი, ელექტრო მომარაგების გარეშე დარჩა. ვრცელდება ცნობები ოთხი დაშავებულის შესახებ. ინფრასტრუქტურა და ენერგო ობიექტები დაიბომბა კიროვოგრადის ოლქშიც. ხუთ დასახლებულ პუნქტს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.
