ჯანდაცვის სამინისტროში, მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, ონკოლოგიის ეროვნული საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა
საბჭოს წევრებმა ონკოლოგიური სერვისების განვითარების ეროვნული ხედვა, კიბოს პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის ხელშეწყობის გზები და თანამედროვე სამკურნალო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხები განიხილეს. საბჭოს წევრებმა სკრინინგისა და ადრეული დიაგნოსტიკის როლზე, ასევე სკრინინგში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდის გზებზე იმსჯელეს.
