ნარკოდანაშაულის ბრალდებით ოთხი ადამიანი დააკავეს
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ოთხი ადამიანი დააკავეს, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულთა პირადი, ავტომობილის და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები მათ შორის: 74 შეკვრად დაფასოებული „ამფეტამინი“, „მეთადონი“ და „მარიხუანა“.საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები, პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები და ელექტრო სასწორი. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
