მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბრალდებული ევა შაშიაშვილი არაადამიანურ პირობებში იმყოფება, პენიტენციური სამსახური სიცრუეს უწოდებს
უწყების ინფორმაციით , ბრალდებული ნომერ მეხუთე პენიტენციური დაწესებულების მხრიდან უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ჰიგიენური საშუალებით, ბრალდებულის მოთხოვნის შემთხვევაში კი დაწესებულება მას დამატებით უზრუნველყოფს სეზონის შესაფერისი ტანსაცმლით და ფეხსაცმლით.
