2025 წლის გლობალური შიმშილის ინდექსის მიხედვით, საქართველო საუკეთესო ოცდახუთ ქვეყნას შორის მოხვდა და პრობლემისგან თავისუფლებით პირველ პოზიციაზეა
რაც იმას ნიშნავს, რომ უკიდურესი სიღარიბის გამომხატველი ეს პრობლემა, საქართველოში დადებითად არის გადაწყვეტილი. კვლევის თანახმად, 100%-იანი სისტემით საქართველოს შეფასება 5%-ზე დაბალია. რაც საუკეთესო მაჩვენებლად ითვლება. კვლევის მიხედვით, საქართველოში არასაკმარისი გამოკვების დონე მოსახლეობის 2,5%-ზე დაბალია, წონის კლება ბავშვების 4,7%-ში შეინიშნება, ზრდაში ჩამორჩენის პრობლემა ბავშვების 0,6%-ს ეხება, 5 დღემდე ასაკის ჩვილთა სიკვდილიანობა 0,9%-ს შეადგენს.გლობალური შიმშილის ინდექსის მიხედვით ევროპაში ყველაზე უარესი მდგომარეობა სამ ქვეყანაშია. ევროპის უკანასკნელ სამეულში უკრაინა, მოლდოვა და ალბანეთი მოხვდა.
