„ქართული ოცნება“ საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებულ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს მომავალში შეიტანს
საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად - კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული მოქალაქეები, ვეღარ იყრიან კენჭს საპარლამენტო ან ადგილობრივ არჩევნებში, ვერ დაიკავებენ პოლიტიკურ თანამდებობებს და ჩამოშორდებიან პარტიულ საქმიანობას. კონსტიტუციის დაცვით მოქმედ პარტიებსაც აეკრძალებათ პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორებული ადამიანების პარტიულ სიებში შეყვანა და მათგან შემოწირულობების მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მათი რეგისტრაციის გაუქმების საკითხიც დადგება.
