შეხვედრა ჩინეთის ელჩთან
ჩინეთის ელჩმა საქართველოში პრემიერ-მინისტრს თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა. ჭოუ ციენისა და ირაკლი კობახიძის შეხვედრა დღეს გაიმართა. მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების დადებით დინამიკაზე ისაუბრეს. გარდა ამისა, ელჩმა პრემიერ-მინისტრს გადასცა ოფიციალური მიწვევა ჩინეთის მე-8 საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე დასასწრებად, რომელიც შანხაიში 5-დან 10 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება
