სავარაუდო საბოტაჟი - გამოძიება დაწყებულია
ტელეკომპანია „იმედის“ მაუწყებლობა ამ ეტაპზე დაუდგენელი მიზეზით, მოულოდნელად, დაახლოებით 45 წუთით გაითიშა. ტელეკომპანია არ გამორიცხავს, რომ ადგილი ჰქონდეს არხის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებრივ აქტს. შესაბამისად, უკვე მივმართეთ სამართალდამცავ ორგანოებსაც. ვადგენთ ხარვეზის მიზეზებს. ამავე პერიოდში გათიშული იყო „მაესტროს” და „ჯიდიესის” სიგნალიც. იმედის მიმართვიდან მალევე, განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, სადაც ვკითხულობთ: ტელეკომპანია „იმედის“ მომართვის საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. არხის მაუწყებლობა 17 საათსა და 48 წუთზე გაითიშა და დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში არხი ეთერში ვერ გავიდა. „ტელეიმედთან“ ერთად, მაუწყებლობა შეწყდა ჰოლდინგში შემავალი კიდევ ორი კომპანიის - „მაესტროსა“ და „ჯიდიესის“ შემთხვევაშიც. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში
