სლოვაკეთში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად 100-მდე ადამიანი დაშავდა, მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია
სლოვაკეთში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად 100-მდე ადამიანი დაშავდა, მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია. ინციდენტი სლოვაკეთის აღმოსავლეთ ნაწილში, როჟნიავის რაიონში მოხდა. ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო ჯგუფები და სასწრაფო დახმარების მანქანები. ადგილობრივი მედიის ცნობით, საგზაო შემთხვევა, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მემანქანის შეცდომამ გამოიწვია, რომელმაც საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ჩქაროსნულ მატარებელს გზა არ დაუთმო
