ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ღაზის სექტორში ხანგრძლივი და რთული ომი დასრულდა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ღაზის სექტორში ხანგრძლივი და რთული ომი დასრულდა. ისრაელის ქნესეთში სიტყვით გამოსვლისას, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ომისა და ტერორის ეპოქა დასრულდა არა მხოლოდ ღაზისა და ისრაელისთვის, არამედ მთელი ახლო აღმოსავლეთისთვის. ამერიკის პრეზიდენტმა ისრაელის საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა, რომ ამიერიდან ისრაელისა და მთელი ახლო აღმოსავლეთისთვის უკეთესი მომავლის და კეთილდღეობის შექმნაა ხელმისაწვდომი. დონალდ ტრამპს ქნესეთში ისრაელის პრემიერ მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და ოპოზიციის ლიდერმა ჰამასთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისა და მძევლების გათავისუფლების ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადეს
