სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულ/მსჯავრდებულთა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულ/მსჯავრდებულთა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას. განთავსების მაქსიმალური ლიმიტი შეადგენს 12 332 ბრალდებულს/მსჯავრდებულს. 2025 წლის 13 ოქტომბრის მდგომარეობით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში, საერთო ჯამში, განთავსებულია 10 528 ადამიანი. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულ/მსჯავრდებულთა საშუალო რაოდენობა უმნიშვნელოდ იცვლებოდა, მაგალითად, 2024 წლის სექტემბრის მონაცემებით, ბრალდებულ/მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობა 10457-იყო, ხოლო 2025 წლის ანალოგიური მონაცემებით კი 10445