იუსტიციის სამინისტროში უწყებათაშორისი კომისიის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობდა
იუსტიციის სამინისტროში უწყებათაშორისი კომისიის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობდა. კომისიის წევრებმა შეაჯამეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობა, არჩევნების შემდგომი პერიოდი და საარჩევნო მედიამონიტორინგის შედეგები. აღინიშნა, რომ პასუხისმგებელი უწყებების მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად, არც ერთ შემთხვევაში არ დადგინდა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა. ასევე, არ გამოვლენილა საჯარო მოსამსახურეების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენების შემთხვევები