შალვა პაპუაშვილი: ამ არჩევნებით, მოქალაქეების მანდატით დადასტურდა, რომ ხელისუფლების ყველა პოლიტიკურ თუ სამართლებრივ გადაწყვეტილებას აქვს ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა, მათ შორის ამ ერთი წლის განმავლობაში მიღებულ კანონებს
შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე თვითმმართველობის არჩევნებსაც შეეხო. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ყველა არჩევითი კონსტიტუციური ორგანო დაკომპლექტებულია, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მომდევნო სამი წელი ქვეყანა სრულად იყოს კონცენტრირებული განვითარების გეგმებზე