დაჯგუფება ჰამასმა ყველა მძევალი, ანუ 20 ადამიანი გაათავისუფლა - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალებში ადასტურებენ
დაღუპული მძევლების ცხედრების დაბრუნება კი დღის მეორე ნახევარში იგეგმება. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი და კრიტიკული ფაზა დასრულდა. ისრაელმა ორი ათასამდე პალესტინელი ტყვე გაათავისუფლა. ისინი ღაზის სექტორისა და დასავლეთ სანაპიროს მიმართულებით გადაჰყავთ. პარალელურად, ანკლავის ადგილობრივი მედია ავრცელებს ცნობას, რომ ზავის ძალაში შესვლის შემდეგ ღაზას სექტორში პირველად - ჰუმანიტარული დახმარების 173 სატვირთო მანქანა შევიდა. განცხადებას ისრაელში საქართველოს საელჩოც ავრცელებს - საელჩოს თითოეული თანამშრომელი უერთდება მძევლების ოჯახის წევრებისა და ისრაელის სიხარულს.
