პრემიერ-მინისტრი, ბელარუსის ელჩს შეხვდა
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, ასევე სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების დადებით დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე. ელჩმა პრემიერ-მინისტრს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წარმატებით ჩატარებასთან დაკავშირებით ბელარუსის პრეზიდენტის მისალოცი წერილი გადასცა. პრემიერ-მინისტრმა კი ელჩს ბელარუსის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა.
