ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლო განჩინების საფუძველზე, აჭარის რეგიონში ერთდროულად 5 სხვადასხვა ადგილას, სპეციალური ღონისძიება ჩაატარა, - განაცხადეს სუს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე. შედეგად დაკავებულია საქართველოს 3 მოქალაქე.