მალაგაში გამართულ ევროპის თასზე სამმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა
მძიმეწონოსანმა გელა ზაალიშვილმა, ორწლიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ, ოთხი ორთაბრძოლა იპონით მოიგო, ფინალში ხანკანი 52 წამში დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. 19 წლის მიხეილ კუპრაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო ჯუმბერ მელაძე რეპეშაჟში დამარცხდა.
