შსს-მ თურქეთის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთობლივად, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში არაერთი დანაშაულისთვის ნასამართლევი ადამიანი დააკავა
მას ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ყოფით საკითხზე დაწყებული კონფლიქტის ნიადაგზე, ერთი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით ქვედა კიდურის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმართულებით, ქვეყნიდან მიმალვის მიზნით გაემართა, თუმცა ის დააკავეს. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
