ამერიკული კომპანია „პარამაუნტი“ დიდ ბრიტანეთსა და ევროპის ქვეყნებში MTV-ის ტელეარხების ხაზის მაუწყებლობას წყვეტს
ამერიკული კომპანია „პარამაუნტი“ დიდ ბრიტანეთსა და ევროპის ქვეყნებში MTV-ის ტელეარხების ხაზის მაუწყებლობას წყვეტს. 31 დეკემბრის შემდეგ დიდ ბრიტანეთში, ავსტრიაში, ბელგიაში, უნგრეთში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, პოლონეთსა და ლუქსემბურგში მაუწყებლის 5 არხი გაითიშება, რაც ხარჯების შემცირების გლობალური სტრატეგიის ნაწილია. „პარამაუნტს“ ამ თემაზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია, თუმცა ინფორმაცია ევროპული სატელევიზიო პლატფორმების ოპერატორების წარმომადგენლებმა დაადასტურეს.
